რუსული რეჟიმი

"საკადრო ცვლილებები განხორციელდა" - ვინ სად დანიშნა შსს-მ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში "საკადრო ცვლილებები" განხორციელდა.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ფიფია დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ოთარაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე მჭედლიშვილი დაინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი არჩილ მახარაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი გუნავა დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა გეწაძე დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა.

კომენტარები