გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ფრიდრიხ მერცმა, კირ სტარმერმა, ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამშვიდობო გეგმაზე ინტენსიური მუშაობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება.
ამასთან, გერმანიის მთავრობის ცნობით, ოთხი სახელმწიფოს ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს "გადამწყვეტი მომენტია უკრაინისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოებისთვის".





