სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს "ორმხრივი ურთიერთობის სტრატეგიულ დღის წესრიგს".
დეკლარაციით მხარეები "აღიარებენ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობას" და ადასტურებენ "ორმხრივი ურთიერთობებისა და კოოპერაციის გაღრმავების" სურვილს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სომხეთს ევროკავშირთან კავშირის გაძლიერება სურს. ხაზგასმულია დამყარებული ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების დახმარებისა და კიბერ საფრთხეებთან ბრძოლის ფორმატების მნიშვნელობა. მხარეები მიესალმებიან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციასაც.
სომხეთი და გერმანია ითანამშრომლებენ ეკონომიკურ, განვითარების, კულტურის, განართლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.





