ქართული ოცნების პოლიტიკა

პაპუაშვილი: NATO-ს ღია კარი ემსგავსება სახედრის წინ ჩამოკიდებულ სტაფილოს

სინამდვილეში, NATO-შია ჩამოუყალიბებლობა გაფართოებასთან დაკავშირებით და, სინამდვილეში, NATO-ს ღია კარი ემსგავსება სახედრის წინ ჩამოკიდებულ სტაფილოს, რომელიც მოტივატორია იმისთვის, რომ წაიყვანო იმ მიმართულებით, რომლითაც გინდა, მაგრამ სახედარი ვერასდროს ვერ მიწვდება იმ სტაფილოს.

ეს არის მთელი მწარე რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, ამის გამო, უკრაინა სისხლს ღვრის - აი ახლა, ამ წუთებშიც. NATO-ს წევრობისთვის დაიწყო ომი, ამ უფლებისთვის, ნატო-ს წევრი რომ იყოს, ამ უფლებისთვის დაიწყო ომი, ამისთვის იბრძვის უკრაინა.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები