ივანიშვილის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სასახლეში კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა.
ყაველაშვილის ცნობით, შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
"პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე.
შეხვედრაზე აქცენტი მართლმადიდებლური ფასეულობების როლზე გავაკეთეთ და აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელი ეკლესიების როლი მშვიდობის, ჰუმანიზმის, ტრადიციული ფასეულობების დაცვაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრაზე სტუმრებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოხატული გულწრფელი სამძიმრისა და თანაგრძნობისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადე." - წერია პოსტში, რომელსაც ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.




