უკრაინის ხელისუფლებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიხედვით, რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის რვა რეგიონში ელექტროსადგურები დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ოდესის რეგიონის სამხრეთ ნაწილშიიერიშების შედეგად 9 500-მდე მომხმარებელი გათბობის გარეშე დარჩა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს, რუსეთმა 653 დრონი და 51 რაკეტა გაისროლა. აქედან უკრაინამ 585 დრონი და 30 რაკეტა ჩამოაგდო.
ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქალაქი კრემენჩუკი იყო, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ქალაქია. სწორედ კრემენჩუკში მდებარეობს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
არსებული ინფორმაციით, ოდესის რეგიონის სამხრეთ ნაწილშიიერიშების შედეგად 9 500-მდე მომხმარებელი გათბობის გარეშე დარჩა.





