კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს, რა თქმა უნდა, პოლიციას და საპოლიციო ძალებს უკლებლივ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვს უფლება გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის, ისეთი, რომელიც იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ასე შემდეგ.
ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ და სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციას აქვს ასეთი ძალების გამოყენების უფლება, მათ შორის, არის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ. სხვათა შორის, ბოლომდე სიმართლისთვის უნდა ვთქვათ, რომ პიროტექნიკასაც აქვს მავნე თვისებები. ახლავე შეგიძლიათ ვინმემ გახსნათ ტელეფონი, ChatGPT ან ნებისმიერ წყაროში გადაამოწმოთ ინფორმაცია, მაგალითად, დახურულ სივრცეში ამ მასშტაბით ამდენი პიროტექნიკის გამოყენებას, რა შეეძლო გამოეწვია ადამიანებისთვის.





