BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

ეს იყო კანონსაწინააღმდეგო აქცია, სადაც საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ - სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო

ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე BBC-ს სიუჟეტსა და შარშან პარლამენტთან გამართულ აქციებს გამოეხმაურა. სარჯველაძის აზრით, აქციები კანონსაწინააღმდეგო იყო და პოლიციას სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება ჰქონდა.

"მე ვთვლი, რომ ეს იყო კანონსაწინააღმდეგო აქციები. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციასა და საპოლიციო ძალებს უფლება აქვს, გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის, ისეთი საშუალებები, რომელიც რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ა.შ. იწვევს. მათ შორის არის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ.". - უთხრა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები