BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

კირთაძე: რეჟიმის ცვლილების მერე, აქციაზე მოწამლული პირები კომპენსაციას მიიღებენ

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების შემდეგ, აქციებზე მოწამლულ ადამიანებს შესაბამისი სტატუსი მიენიჭებათ და მათზე კომპენსაციები გაიცემა. ამის შესახებ გიორგი კირთაძემ ისაუბრა.

"ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მათ ქართველი ხალხი მოწამლეს. მოწამლეს ყველა - მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომელთა უმრავლესობას მაშინ სტუდენტები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. მოწამლეს იქვე მცხოვრები ადამიანები, ბაღების აღსაზრდელები, სკოლების მოსწავლეები, უბრალო გამვლელები. 

გვინდა, ჩვენი გუნდის სახელით ვთქვათ, რომ რეჟიმის დამხობის, დემოკრატიული ცვლილების შემდეგ, პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ყველა მოწამლულ ადამიანს შესაბამისი სტატუსი მიენიჭება, მათზე კომპენსაცია გაიცემა და მათ ჯანმრთელობაზე სახელმწიფო იზრუნებს". - თქვა კირთაძემ.

კირთაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ 6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე დაგეგმილ მსვლელობას "რეჟიმი გვწამლავს" შეუერთდნენ.

ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები