ამდენი წელია მედიცინაში ვარ და არა ერთი სტატია წამიკითხავს და არა ერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით. ეს ნონსენსია მედიცინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს რაიმე მეცნიერებაზეა დაფუძნებული. სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. პირველი, ეს არის მორალი და მეორე ეს არის რეგულირება. ამ მიმოხილვას, რაც გინდათ ის დაარქვით, მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას და ასე შემდეგ, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია. ჩემს სახელმწიფოში როცა ეს ხდება, ალბათ ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს ამის შესახებ.
BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე
რატიანი BBC-ს სტატიაზე: ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს რაიმე მეცნიერებაზეა დაფუძნებული
tbl.ge/7e0s
დაკოპირდა

უთხრა ჟურნალისტებს საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ს გამოძიებაკამიტისაპროტესტო აქციებილევან რატიანიქართული ოცნებაბიძინა ივანიშვილის რეჟიმიქიმიური ნივთიერებებიBBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე
ამავე თემაზე
- ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
- აუცილებლად ბოდიშს მოვახდევინებ BBC-ის – მაჭავარიანი ე.წ. კამიტზე
- ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას – 6 ოპოზიციური პარტია
- BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, ამიტომაც მივყვებით ყველა პროცედურას - პაპუაშვილი
- ქართულ ოცნებას კითხვებზე პასუხი გავეცით – BBC "კამიტზე" საჩივარზე




