საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ OPCW-ს, გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და მიმართვის ფოტოც გამოაქვეყნა.
წერილის ადრესატები არიან - "ელჩი ფერნანდო არასი - ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალური დირექტორი.
ვოლკერ თურქი - გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი.
მაიკლ ო'ფლაერტი - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი."
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტი' უწოდა."





