BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

საერთაშორისო გამოძიების დაწყების საფუძველია - შარაშიძე BBC-ს გამოძიებაზე

გახარია-საქართველოსთვის დეპუტატი, გიორგი შარაშიძე BBC-ს გამოძიებას გამოეხმაურა. შარაშიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საერთაშორისო გამოძიების დაწყების საფუძველია. 

"რაც არ უნდა კითხვის ნიშნები გაჩნდეს BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, იმაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ როგორც მინიმუმ, საერთაშორისო გამოძიების დაწყებისა და ჩატარების საფუძველი არის. სხვა დანარჩენი ძალიან რთული სათქმელია. ეს ბევრ დეტალს შეიცავს, მათ შორის კამიტესთან დაკავშირებით - ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. გამოძიება საქართველოში რომ ვერ ჩატარდება და თავის თავს რომ ვერ გამოიძიებენ, ეს გასაგებია". - უთხრა შარაშიძემ ჟურნალისტებს.

გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები