რუსეთის ორიოლის ოლქის ქალაქ ლივნიში დრონების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
რეგიონის გუბერნატორმა, ანდრეი კლიჩკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ ღამე რეგიონზე იერიში მიიტანეს, რასაც საწვავისა და ენერგოკომპლექსის ობიექტში ხანძრის გაჩენა მოჰყვა. მისი თქმით, არავინ დაშავებულა.
ლივნიში მდებარეობს ნავთობბაზა ორიოლნეფტპროდუქტი. ამ ობიექტზე იერიში უკრაინულმა დრონებმა 24 იანვარსაც მიიტანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ არხზე დაწერეს, რომ უკრაინული დრონები რუსეთის 8 რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმს დაესხნენ თავს. ირწმუნებიან, რომ გაანადგურეს 45 უპილოტო საფრენი აპარატი. მათი მტკიცებით, 14 დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, 8 - კრასნოდარის მხარეში, 5 - ვოლგოგრადის ოლქში, 4 - ჩეჩნეთში, 2 - როსტოვის ოლქში, თითო-თითო ორიოლის, ლიპეცკისა და რვერის ოლქებში, 3 შავი ზღვის აკვატორიაში და 6 ოკუპირებულ ყირიმში.





