რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კრაკოვში რუსეთის მოქალაქე პოლონური კომპანიების IT სისტემების გატეხვის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარჩინ კიერვინსკის თქმით, კრაკოვში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც პოლონური კომპანიების IT სისტემების გატეხვაშია ეჭვმიტანილი.

"კრაკოვში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია პოლონური კომპანიების IT სისტემებში უნებართვო ჩარევასთან დაკავშირებულ სერიოზულ დანაშაულებში.

მან მონაცემთა ბაზებზე წვდომის მოსაპოვებლად მათი უსაფრთხოების სისტემა დაარღვია. ის დროებით დაკავებულია". - წერს კიერვინსკი X-ზე.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ რატის მონაცემთა ბაზებზეა საუბარი და რა სახის ინფორმაციას შეიძლება შეიცავდნენ ისინი.

კომენტარები