რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვის თქმით, რუსეთი აშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში მოლაპარაკების დასრულებას ელოდება

დიმიტრი პესკოვი და ვლადიმირ პუტინი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი აშშ-სა და უკრაინას შორის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის არ ფლობს. 

პესკოვნა აღნიშნა, რომ სანამ ოფიციალურ ინფორმაციას არ გაიგებს, არ აპირებს მედიაში გავრცელებულ ცნობებზე კომენტარის გაკეთებას.

"ჩვენ, რა თმა უნდა, ახლოდან ვაკვირდებით მედიის ცნობებს, რომ ჟენევიდან ვრცელდება ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ არაფერი ოფიციალურად არ მიგვიღია. წავიკითხეთ განცხადება, რომ მოლაპარაკების შედეგად, გარკვეული შესწორებები გაკეთდა ტექსტში. დაველოდებით. როგორც ჩანს, დიალოგი გრძელდება" – ამბობს პესკოვი. 

ცნობისთვის, 23 ნოემბერს ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც აშშ-ს 28-პუნქტიან სამშვიდობო წინადადებას ეხებოდა, მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მოლაპარაკებები "კონსტრუქციულად" შეაფასეს. 

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების შედეგად აშშ-მ და უკრაინამ "განახლებული და დახვეწილი" დოკუმენტი შეიმუშავეს.

ამასთან, მათი განცხადებით, მხარეები მომდევნო დღეებში ერთობლივი წინადადების შედგენაზე მუშაობას გააგრძელებენ, ხოლო სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები მიიღებენ. 

კომენტარები