კრიმინალი

წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, დაზიანება მიაყენა – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 1991 წელს დაბადებული ნ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური დაზიანება მიაყენა - 1991 წელს დაბადებულ ს.ქ.-ს  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ნ.ფ. ცხელ კვალზე  დააკავეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები