რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ძალადობრივი და საშინელია და აშშ-სა და უკრაინის ძლიერი და სწორი ხელმძღვანელობის შემთხვევაში არასდროს არ მოხდებოდა. ის ჩემს მეორე ვადამდე ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწყო, მთვლემარე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, და მხოლოდ გაუარესდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და არ მოეპარათ - ერთადერთი რამ, რისი კეთებაც რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს გამოსდით - უკრაინა-რუსეთის ომი არ იქნებოდა, რამდენადაც ჩემი პირველი ვადის დროს ის, მისი ხსენებაც კი არ ყოფილა. პუტინი არასდროს დაესხმებოდა თავს! მხოლოდ მაშინ, როდესაც მთვლემარე ჯო ნახა მოქმედებაში, თქვა, "ახლა მაქვს შანსი!" დანარჩენი უკვე ისტორიაა და ასე გრძელდება. მემკვიდრეობით მივიღე ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო, ომი, რომელიც ყველასთვის წამგებიანია, განსაკუთრებით კი მილიონობით ადამიანისთვის, რომელიც ამდენად არასაჭიროდ დაიღუპა. უკრაინის "ლიდერებს" ჩვენი ძალისხმევისთვის ნული მადლიერება აქვთ გამოხატული და ევროპა რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობს. აშშ უკრაინისთვის გადასაცემად NATO-სთვის მასობრივი ოდენობით შეიარაღების მიყიდვას განაგრძობს (უნამუსო ჯო ყველაფერს უფასოდ, უფასოდ, უფასოდ არიგებდა, მათ შორის, "დიდ" ფულსაც!). ღმერთმა დალოცოს ყველა სიცოცხლე, რომელიც ამ ადამიანურ კატასტროფას შეეწირა!
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ტრამპი: უკრაინის "ლიდერებს" ჩვენი ძალისხმევისთვის ნული მადლიერება აქვთ გამოხატული
tbl.ge/7dls
დაკოპირდა

დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ტრამპის განცხადების პარალელურად ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიტრამპის ადმინისტრაციათეთრი სახლიდონალდ ტრამპიტრამპიდონალდ ტრამპის ადმინისტრაციადონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკარუსეთიუკრაინაNATOვაშინგტონი
ამავე თემაზე
- ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ 'ორეშნიკის' გამოყენებისთვის ემზადება
- ზელენსკი ადასტურებს, რომ საზღვრიდან 1700 კილომეტრით დაშორებულ ქიმიურ ქარხანას დაარტყეს
- უკრაინა რუსეთის ბრალდებას ოკუპირებულ ლუგანსკში კოლეჯზე იერიშზე "მანიპულაციურს" უწოდებს
- უკრაინულმა დრონებმა ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე იერიში მიიტანეს
- ზელენსკის ცნობით, უკრაინამ იაროსლავლის ნავთობქარხანას მაისში უკვე მეოთხედ დაარტყა




