უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

აშშ-ს და უკრაინის დელეგაციები ჟენევაში ჩავიდნენ

ჟენევაში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეხვედრას უკრაინის, აშშ-სა და ევროპის მაღალჩინოსნები ესწრებიან.

უკრაინის დელეგაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს, აშშ-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

გარდა ამისა, ჟენევაში ჩასულია გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონათან პაუელი.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრას სხვა ევროპელი მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან.

შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ს მიერ წარმოდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა იქნება.

 

კომენტარები