რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვის თქმით, რუსეთისთვის უცნობია, სურს თუ არა ზელენსკის აშშ-ს გეგმაზე მოლაპარაკება

დიმიტრი პესკოვი და ვლადიმირ პუტინი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს არ მიუღია ცნობა, სურს თუ არა ზელენსკის აშშ-ს ახალ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებების გამართვა.

"პესკოვმა მითხრა, რომ მოსკოვს არ აქვს ინფორმაცია, ზელენსკი დათანხმდა თუ არა ტრამპის მშვიდობის გეგმის მოლაპარაკების გამართვაზე" – წერს რუსი ჟურნალისტი, ალექსანდერ იუნაშევი Telegram-ზე.

ცნობისთვის, უკრაინისადმი წარდგენილ 28-პუნქტიან გეგმაში, რომელიც სრული სახით უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსიი გონჩარენკომ გაავრცელა, უკრაინის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას ითვალისწინებს.

კომენტარები