ენა შეგვაჩვიეს ჩვენ უკვე რაღაც პერიოდია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მინისტრები რატომღაც შეეჩვივნენ, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბრონ [...]
ეს მართლაც თავხედობა, რომ სხვა ერების სახელით ისაუბრონ, ეს არის ზუსტად ტიპიური საბჭოური მოვლენა, როდესაც საბჭოთა მოსკოვი სხვა ხალხების სახელით საუბრობდა და ეგონათ, რომ მათ იცოდნენ, რა უნდოდათ ხალხებს და არა იმ ხალხმა, რომლებიც მაშინ საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში იყვნენ.
ჩვენ ვხედავთ პირდაპირ სოვეტიზაციას ბრიუსელის, რაშიც თავის წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს და ვხედავთ, საგარეო პოლიტიკა ჩაბარებული აქვს საბჭოთა ესტონეთში საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში დაბადებულ და გაზრდილ კაია კალასს და ევროპის საკითხები ჩაბარებული აქვს კომუნისტური იუგოსლავიის წარმატებულ სპორტსმენს, ქალბატონ კოსს, რომელზეც არსებობს ბრალდებები, რომ ის თანამშრომლობდა იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურთან.





