მზია ამაღლობელი

კლუნების ფონდის განცხადებით, მზია ამაღლობელის პროცესს მრავალი დარღვევა ახლდა

GETTY IMAGES

კლუნების სამართლიანობის ფონდი აცხადებს, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმის განხილვისას სასამართლო პროცესს მრავალი შეუსაბამობა და დარღვევა ახლდა.

"მზია ამაღლობელის გამამტყუნებელ განაჩენს საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეჰყავს, სადაც კანონმდებლობას ჟურნალისტების გაჩუმებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის იყენებენ. ეს ხდება მაშინ, როცა საზოგადოებას დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე წვდომა ყველაზე მეტად ესაჭიროება," - თქვა, TrialWatch-ის უფროსმა იურიდიულმა მენეჯერმა, კეიტ ლევინმა.

TrialWatch ჟურნალისტების უფლებების და მედიის სიტყვის თავისუფლების დაცვას ცდილობს. ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას ისეთ ჟურნალისტებს სთავაზობს, რომლებიც პატიმრობაში უსამართლოდ არიან.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ TrialWatch-მა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგი გაუწია და ის მალე პროცესის დეტალურ შეფასებას გამოაქვეყნებს, რომელიც, "სამართლიანობის ანგარიშის" სახით, საერთაშორისო სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების მიხედვით იქნება შედგენილი.

კომენტარები