ზუსტად ისე, როგორც 2024, 2021, 2020 წლის და კიდევ არაერთ არჩევნებზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ გარედან წამოსულ, გამამახნევებელ სიგნალებს, რომლებიც დამარცხებულ და გაკოტრებულ ძალებს წინააღმდეგობისთვის აქეზებს.
სწორედ ასეთ წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავიც, როდესაც ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა. დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება, შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს.
ადამიანის და მისი ბედის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მართლაც სავალალოა. უფრო ზოგადად რომ შევხედოთ, ჩვენ ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ და არა დაგვიდევენ. ღირებულების საბაბად მოყვანით კი ახალისებენ ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ აქტივობას ნებისმიერ დონეზე.





