აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს უმასპინძლა.
შეხვედრაზე ტრამპმა საუდის არაბეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის გადაწყვეტილების მიღების შესახებ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების ფარგლებში ისრაელის შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში მათი სამხედრო უპირატესობის შენარჩუნების შესახებ გათვალისწინებული იქნებოდა. ჯერჯერობით შეთანხმების დეტალები ცნობილი არაა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, საუდის არაბეთის დელეგაციის ვიზიტის განმავლობაში უფრო ფართო სამხედრო და უსაფრთხოების შეთანხმებას დაასრულებენ და რომ აშშ საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ შეთანხმებაზე მუშაობას განაგრძობდა.
მხარეებმა ასევე მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საუდის არაბეთი აშშ-სგან თითქმის 300 ტანკს შეიძენს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ საუდის არაბეთს "ნატოს არაწევრი მნიშვნელოვანი მოკავშირის" სტატუსს მიანიჭებდა, რაც მეტწილად სიმბოლური ნაბიჯია.





