აშშ-სთან 600 მილიარდი დოლარის გაფართოებული ინვესტიცია და ვაჭრობა, ინვესტიციებს და სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან შესყიდვებს მოიცავს, ამის შესახებ საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრმა, ფაისალ ალ იბრაჰიმმა, პარასკევს ისაუბრა.
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა დაადასტურა სამეფოს მიზანია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აშშ-სთან ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაფართოება. ინფორმაცია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ ხუთშაბათს გაავრცელა.
"ეს რიცხვი [600 მილიარდი დოლარი] ინვესტიციებს, შესყიდვებს, საჯარო და კერძო სექტორს ასახავს და ეს აშშ-სთან ძლიერი ურთიერთობის სარკის ანარეკლია", - ასე უპასუხა ფაისალ ალ იბრაჰიმმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საინვესტიციო პაკეტის თანხის გაზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ საუდის არაბეთსა და OPEC-ის წევრ ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევას მოსთხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთს სთხოვს, აშშ-ში დაგეგმილი საინვესტიციო პაკეტი 600 მილიარდი დოლარიდან 1 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს.
”რასაც ჩვენ დავხარჯავთ ეკონომიკაში Vision 2030-ის დასაწყისიდან, მის დასასრულამდე, 12-ჯერ აღემატება ამ ოდენობას”, - თქვა ალ იბრაჰიმმა.





