ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებულ ცხინვალში, ოცნების "შემრიგებლური ტონის მიუხედავად", მათი ტერმინები არ მოსწონთ

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია გაუქმდება.

განცხადებაში მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა ბოლო წლებში არსებითად არ შეცვლილა". მათ გამოხატეს უკმაყოფილება, რომ ქართული ოცნება "გამსახურდიასა და სააკაშვილის განსჯებს" იმეორებს.

"თბილისიდან მომავალი გარკვეული შემრიგებლური ტონის მიუხედავად, კვლავ ვხედავთ ოფიციალურ დღის წესრიგში დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და გამსახურდიასა და სააშვილის დროინდელ შეფასებით განსჯებს, ბრალდებას "რუსულ ოკუპაციასა" და ა.შ." - წერია მარიონეტილი რეჟიმის უწყების განცხადებაში.

 

ოცნება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციას აუქმებს

 

კომენტარები