არ ვიცი, ბევრჯერ დაბარებულა ეს კაცი. რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა, კონკრეტული პროცედურის გამოყენება, ამაზე გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებს, შეიძლება ჩვენც გვქონდეს კონსულტაციები. უბრალოდ უკვე იმდენად არასერიოზული გახდა ამ კონკრეტული ელჩის ქმედებები, რომ არც ვიცით, რა ჯობია, რაიმე სერიოზული დატვირთვის მინიჭება ასეთი აქტებისთვის, თუ არა. ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს. აბსოლუტურად არასერიოზულია ბუნებრივია ეს ყველაფერი, შესაბამისად ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ არის ძალიან მსუბუქი.
საქართველო-გერმანია
კობახიძე ფიშერზე: არღვევს ვენის კონვენციას, უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს
tbl.ge/7df0
დაკოპირდა

უპასუხა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის ტელევიზიაში კითხვას, აპირებენ თუ არა პეტერ ფიშერის დაბარებას საქართველოში დაბრუნების შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქციის მისვლისთვის.
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი: სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ბატონი პეტერი საქართველოს
- ფიშერი პაპუაშვილზე: ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა, ან თავს აჩვენებს
- განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელია - გერმანიის საელჩო
- კირცხალია: ჩვენს ქვეყანაში პეტერ ფიშერის მდგომარეობა საკმაოდ ტრაგიკულია
- გერმანიის ელჩმა, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია ვენის კონვენცია – კირცხალია




