საარჩევნო კოდექსი

პარტიებს კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრის წარდგენა შეეძლებათ - ოცნების კანონპროექტი

ცესკო

ქართული ოცნების კანონპროექტით, იცვლება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტია უფლებამოსილი იქნება, კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ თავისი პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი წარადგენს მხოლოდ უპარტიო კანდიდატს.

"სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ გატარდება რეგისტრაციაში ან რეგისტრირებულ კანდიდატს გაუუქმდება რეგისტრაცია" - წერია ივანიშვილის პარლამენტის განცხადებაში.

ასევე, კანდიდატებს აღარ მოეთხოვებათ სააღრიცხვო ბარათის წარდგენა. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი - სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის მიხედვით, კანდიდატი შეავსებს მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას, სადაც თანხმობასთან ერთად აღინიშნება ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია.

"პროექტით, ზუსტდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ფოტოვიდეოგადაღების წესებიც. დგინდება, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას განკარგულებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გამოსცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე. კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები და სხვა" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები