ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 17-18 ნოემბერს "ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს". ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიდეონ საართან, ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოხანასთან, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან, იტამარ ბენ-გვირისთან და სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრთან, ავი დიხტერთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ეწვევა და იერუსალიმის პატრიარქს, მის უწმინდესობა თეოფილე III-ს შეხვდება.
მაკა ბოჭორიშვილი იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს "იად ვაშემი" გვირგვინით შეამკობს". - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





