ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივანიშვილის შს მინისტრმა, გეკა გელაძემ და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
"აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს შინაგან საქმეთა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებას, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორივე ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტებსა და პოლიციის აკადემიებს შორის მოხდება სამუშაო გამოცდილების გაცვლა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება". - ნათქვამია განცხადებაში.
25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ითამარ ბენ-გვირი იმყოფებოდა.
Israel National News-ის ცნობით, ბენ-გვირი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 24 აგვისტოს ჩამოვიდა, იმავე დღეს შეხვდა ივანიშვილის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი და შს მინისტრი, გეკა გელაძე.
გამოცემის ცნობითვე, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი საქართველოში ივანიშვილის შს მინისტრის, გეკა გელაძის მიწვევით იმყოფება.





