საქართველო-EU

ბოჭორიშვილი: ტყუილია როცა ვინმემ ამბობს, რომ საქართველომ შეაჩერა EU-ში გაწევრების პროცესი

მოდით, მივყვეთ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ, რასაც ამბობენ და ეს ყველაფერი არის ტყუილი. ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის ტყუილი. ეს არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. მარტივად - ეს წინადადება არის ტყუილი. საქართველოს არაფერი შეუჩერებია. საქართველომ სცადა ევროინტეგრაცია, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებული. ეს სცადა ხელისუფლებამ, თუმცა ეს ყველაფერი შემოატრიალეს და მანიპულაციურად იყენებენ იმისთვის, თითქოს საქართველომ შეაჩერა დიალოგი. 

დიალოგი შეჩერდა სინამდვილეში ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ის განცხადება გაკეთდა, რომ აპელირებენ - ეს იყო ივნისში. ჩვენ დღეს წერილებიც ვნახეთ... კიდევ სხვა წერილებიც არსებობს, უბრალოდ გარკვეული ეთიკა და წესები არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ ყველაფერი არ გამოვაქვყენოთ.... სხვებიც არსებობს, სადაც კაია კალასი, პირდაპირ ევროკავშირის მხარე თან ამაყად ადასტურებს, რომ მათ შეჩერებული აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი, საქართველოს ხელისუფლებას ისინი არ ელაპარაკებიან, მას შემდეგ, რაც ლეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო კანონები.

ამბობს ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სამთავრობო, პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები