საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა მრავალმხრივია. ჩვენ მრავალ საკითხზე ინტენსიურად ვთანამშრომლობდით საქართველოს ხელისუფლებასთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებამდე, სანამ დეზინფორმაციის გავრცელებას ევროკავშირის წინააღმდეგ სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები დაიწყებდნენ. ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენი ურთიერთობები შეიცვალა; ეს საგარეო საქმეთა საბჭოში, [ევროკავშირის წევრი ქვეყნების] საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენჯერმე განვიხილეთ.
რაიმე ევროკავშირის მისია, რომ დავეხმაროთ საქართველოს უცხოურ ჩარევასთან და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში, არ არსებობს, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, დეზინფორმაციას თავად ხელისუფლებაც ავრცელებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა მისია, რომელიც სადამკვირვებლო მისიაა [EUMM], რომელიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული ფორმაციებს აკვირდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება შეგვეძლება, თუ [2024 წლის საპარლამენტო] არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი იქნება.