საქართველო-EU

მდინარაძე: 12-ის გარდა 52 პუნქტი რომ შევასრულოთ, თუ არ უნდათ, მაინც არ მოგვცემენ სტატუსს

თუ უნდათ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ჩვენც მოგვანიჭებენ - მოლდოვას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, დსთ-ში მყოფ ქვეყანას. 12-ის გარდა, 52 პუნქტი რომ შევასრულოთ, თუ არ უნდათ, მაინც არ მოგვანიჭებენ. ამიტომ, ეს უნდათ უნდა გადაითარგმნოს პოლიტიკურ ნებაში. თუ ობიექტურად, კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის, მათ მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვით შეფასდება, არათუ ახლა უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, უნდა მოეცათ უკვე. მაშინ ჩვენ უსამართლოდ დავიჩაგრეთ, დიახ, ეს ასე იყო, იმიტომ, რომ წინ ვართ კრიტერიუმებით და არ მოგვცეს სტატუსი. იგივე გადაწყვეტილება თუ მიიღეს, ძალიან სამწუხარო იქნება და ეს ვისი ბრალი იქნება, ძალიან კარგად ხვდებით. მთავარი დასაყრდენი, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვეცეს საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სტატუსი არ და ვერ მივიღოთ. თუ მივიღებთ, ეს იქნება იმის დამსახურება, რომ მეორედ უსამართლობას და დაჩაგვრას, ალბათ, აღარ გვკადრებენ ჩვენი მეგობრები, გამოჩნდებიან ადამიანები და ქვეყნები, რომლებიც იტყვიან, რომ იჩაგრება ნამდვილად ეს ქვეყანა არაფრის გამო, მხოლოდ იმის გამო, რომ ომში არ ჩაერთო ქვეყანა და ამ ნარატივს არ შეყვა, არ უნდა დაიჩაგროს.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას. 

კომენტარები