საქართველოს ეკონომიკა

დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა 9.5%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობითვე, დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია იყო დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

კომენტარები