აბრაამის შეთანხმება

Reuters: ყაზახეთი აბრაამის შეთანხმებას შეუერთდება

აშშ-ს ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ დღეს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, გამოცხადდება, რომ ყაზახეთი აბრაამის შეთანხმებას უერთდება.

Reuters აღნიშნავს, რომ ყაზახეთს უკვე აქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები ისრაელთან, ამიტომ ეს ნაბიჯი, ძირითადად, სიმბოლური ხასიათის იქნება.

გამოცემა წერს, რომ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ფლორიდაში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა, რომ ის "მნიშვნელოვანი განცხადებისთვის" ვაშინგტონში დაბრუნდებოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყანას შეეხებოდა აღნიშნული განცხადება. Axios-მა პირველმა დაწერა, რომ საუბარი ყაზახეთზე იყო.

მეორე წყარო Reuters-ს უყვება, რომ აშშ იმედოვნებს, რომ ყაზახეთის გაწევრიანება აბრაამის შეთანხმების გამოცოცხლებას დაეხმარება, რომლის გაფართოებაც 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ ღაზაში დაწყებული ომის ფონზე შეჩერდა.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს გააფართოოს ეს შეთანხმება, რომლებიც თეთრ სახლში თავისი პირველი ვადამდელი მმართველობისას დააფუძნა.

ცნობისთვის, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები 2020 წელს ტრამპის მედიაციით გაფორმებული აბრაჰამის შეთანხმებების ფარგლებში დაამყარეს, ხოლო მაროკომ იგივე იმავე წლის ბოლოს გააკეთა.

კომენტარები