ე.წ. საბოტაჟის საქმე

ოცნება აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას - ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ - ეს ხელისუფლება გვიყენებს ბრალს საბოტაჟის ბრალდებით. რა თქმა უნდა, ეს არის პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება და ამოცანაა, რომ გაანადგუროს პოლიტიკოსები, გაანადგუროს პოლიტიკა, მაგრამ, მე ვფიქრობ, ამით ქართული ოცნება თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას...

ჩვენი ამოცანაა, რომ საბოტაჟს დავუპირისპირდეთ კონსტიტუციური, მშვიდობიანი მეთოდებით, პოლიტიკური მეთოდებით და ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის, რა თქმა უნდა, არჩევნები. და ეს არჩევნები აუცილებლად მოიტანს ამ ქვეყანაში მშვიდობას.

თქვა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.

კომენტარები