რუსული რეჟიმი

კობახიძე: სინამდვილეში არავითარი პროტესტი არ არსებობს - ეს უცხოელი აგენტების აქციაა

ეს ჩვეულებრივი უცხოელი აგენტების აქციაა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნები, კონკრეტულ ქვეყანას შეგნებულად არ დავასახელებ, სადაც 100 და 150-კაციანი აქციები ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება. ერთი ხელწერაა. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ ამ სცენარების განხორციელებას უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ. საქართველოშიც იგივეა.

მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ვინც იკრიბება 100%-ით ყველა აგენტია, მაგრამ თავისი არსით, ეს პროცესები  უცხოელი აგენტების დახმარებითა და მეშვეობით, უცხოელი ძალების მიერაა წარმართული. ისინი ცდილობენ, რაღაც ილუზია შექმნან. სინამდვილეში არავითარი პროტესტი არ არსებობს. ქართველ ხალხს ქვეყნის განვითარებასთან და ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი ნება გამოხატული აქვს. ბუნებრივია, უცხოელი აგენტებისა და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას წარმატების პერსპექტივა ვერ ექნება.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ აქციებთან დაკავშირებით. 

კომენტარები