აქციები რუსთაველის გამზირზე

ჯაფარიძე: ქუჩაში მიმდინარეობს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი

ქუჩაში მიმდინარეობს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი სულ სხვა რამეა. პოლიტიკური პროცესი შეიძლება იყოს წინასაარჩევნო პერიოდი, პოლიტიკური პროცესი შეიძლება გააჩაღო პარლამენტში, სადაც არ შევედით.

(...)პოლიტიკური პროცესია ის, რომელიც შეიძლება გააჩაღო საკრებულოში ან პარლამენტში. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი და აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოება არ ეგუება ბრუტალურ ზომებს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი.

პოლიტიკური მოთხოვნებით შეიძლება ჰქონდეს ქუჩის პროტესტს, მაგრამ პოლიტიკური პროცესი სულ სხვა რამეა, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ მიმდინარეობს, პოლიტიკური პროცესი შეიძლება განვითარდეს ინსტიტუციებში, ქუჩაში არის ქუჩის პროტესტი, ეს სხვა რამეა.

თქვა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ თავისუფალი სტუდიის ეთერში.

კომენტარები