თქვენი კითხვა იყო, არის თუ არა ძალიან გვიან. ჩემი პასუხია, არასდროს არის ძალიან გვიან.
მას შემდეგ, რაც ვიცხოვრე და გავიცანი ქართველები, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება სურვილი, იქნება ამის მიღწევის საშუალება. რა გვაკლია ახლა?! გვაკლია მზადყოფნა, სურვილი.
მე იმედი მაქვს, რომ კვლავაც არსებობს შანსი საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი შემდეგი გაფართოებით. იმ შემთხვევაშიც, თუკი ასე არ მოხდება იმ ტრაექტორიიდან გამომდინარე, რომელიც ამჟამად აიღო საქართველოს ხელისუფლებამ, შემდეგი გაფართოება არ იქნება უკანასკნელი გაფართოება.
ასე რომ, კვლავაც იქნება იმედი მომავალში. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა რთულად იბრძოლეს საქართველოს თაობებმა, რომ ამ მომენტისთვის მიეღწიათ. ვიცით, როგორ იბრძოდა საქართველოს მოსახლეობა, რომ გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
ამ შესაძლებლობის დაკარგვა იქნება შეცდომა





