თეთრი სახლის მიხედვით, აშშ-მ და ჩინეთმა 1-ელ ნოემბერს სავაჭრო ომის დეესკალაციაზე, ტარიფების შემცირებასა და ჩინეთის საექსპორტო შეზღუდვების შემსუბუქებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ამას გარდა, მხარეების მიერ განხილული საკითხებიდან ერთ-ერთი კომპიუტერული ჩიპების ექსპორტი იყო. არსებობდა შიშები, რომ Nexperia-ს ჩიპების ნაკლებობას, რომელსაც საწარმოები ჩინეთში აქვს, შესაძლოა, მსოფლიო მიწოდების ჯაჭვების კუთხით პრობლემები შეექმნა. თუმცა, თეთრი სახლის ცნობით, ჩინეთი ქვეყანაში არსებული Nexperia-ს ობიექტებიდან ვაჭრობის აღსადგენად "შესაბამის ზომებს მიიღებს."
ამასთან, ჩინეთი დათანხმდა, რომ იშვიათი მინერალების მიწოდების კონტროლზე ერთწლიან პაუზას აიღებს, ხოლო პრეპარატ ფენტანილის წარმოებაში გამოყენებული მასალების ექსპორტთან დაკავშირებით "მნიშვნელოვან ზომებს მიიღებს".





