შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის "უკანონოდ გადაკეტვის" გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს.
"აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი - მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა." - წერია შსს-ს განცხადებაში.





