გახარია-საქართველოსთვის

პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიასა და პარტიულ პოლიტიკას – გვიანიძე

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრის, აკაკი გვიამიძის განცხადებით, პარტიასა და საპარლამენტო სიას ტოვებს. 

გვიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მანდატსა და პარტიულ პოლიტიკაზე უარს პირადი განცხადების საფუძველზე ამბობს.

“დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში. 

დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა. 

ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას. ვაპირებ მეტი დრო დავუთმო სწავლის გაგრძელებასა და პედაგოგიურ საქმიანობას. 

წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი მართალი საქმისთვის. 

ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად. 

თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის” - დაწერა გვიანიძემ სოციალურ ქსელში. 

2024 წლის არჩევნებისთვის გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო სიაში გვიანიძე 29-ე იყო. 

კომენტარები