გახარია-საქართველოსთვის

მეზვრიშვილი: ჩვენი თანაგუნდელის მოხუც მამას სახლში მიუვარდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ

ჩვენს თანაგუნდელს, ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალის, დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება, კორუფციაში მხილების გამო, მანქანას რომ აჯახებდა, ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია.

მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, ლია ყოჩიშვილის დედას დაესხნენ თავს. დღეს კი იგივე დაჯგუფება ლია ყოჩიშვილის მოხუც მამას სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა.

შსს, პროკურატურა - დანაშაულის თანამონაწილეები ხართ.

იმოქმედეთ, სანამ ტრაგედია დატრიალდება.

წერს Facebook-ზე პარტია გახარია-საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი.

კომენტარები