კენია

კენიაში დაიჭირეს კაცი, რომელიც თავს ადვოკატად ასაღებდა – მან 26 პროცესის მოგება შეძლო

კენიაში დააკავეს ცრუ ადვოკატი, ბრაიან მვენდა, რომელიც თავს კენიის უმაღლესი სასამართლოს ადვოკატად ასაღებდა. მან 26 საქმის წარმოება და ყველა მათგანის მოიგება შეძლო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მვენდა სერტიფიცირებული ადვოკატის სტატუსის გარეშე, წარმატებით აწარმოებდა საქმეებს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებთან, მაგისტრატებისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან.

ბრაიან მვენდას საკუთარი თავის უმაღლესი სასამართლოს ადვოკატად გასაღებაში ედება ბრალი. ადგილობრივი იურისტები კი იურიდიული განათლების უმნიშვნელობის შესახებ მოსაზრებებს უარყოფენ. 

კომენტარები