გედევან ფოფოხაძე

გედევან ფოფხაძე, დარეჯან ცხვიტარია და კიდევ რამდენიმე პირი პარლამენტთან შიმშილობას იწყებენ

გედევან ფოფხაძე, დარეჯან ცხვიტარია და კიდევ რამდენიმე პირი პარლამენტთან შიმშილობას იწყებენ. 

გედევან ფოფხაძის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა გათავისუფლნენ პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები. 

"იმ ტერორის, სახელმწიფოებრივი იზოლაციის მცდელობის ფონზე, რაც ხელისუფლებისგან ხორციელდება, ფაქტობრივად, ყველას ვისაც გვაქვს განსხვავებული აზრი შეგვეზღუდა პროტესტის ლეგიტიმური ფორმები, ნებისმიერ პროტესტს ხელისუფლება უპირისპირებს რეპრესიას - ამიტომ, მგონია, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება პროტესტის რადიკალურ ფორმაზე და ასეთი გადაწყვეტილებაც მივიღეთ.

ჩვენ ვიწყებთ შიმშილობის აქციას, მოთხოვნით გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები. ვიმედოვნებთ, რომ პროტესტის ამ კერას ექნება კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი, რესურსი, რომელიც შეცვლის პოლიტიკურ პროტესტს რომელიც შეცვლის პოლიტიკურ პროტესტს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში" - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები