ლევან ხაბეიშვილის დაკავება

მოსამართლე ნინო შამათავამ ლევან ხაბეიშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

IPN

მოსამართლე ნინო შამათავამ ლევან ხაბეიშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა - დღევანდელ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სავალედბულ წესით გადაისინჯა. [ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს".

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა - პროკურორის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.

პრალდების მხარის შუამდგომლობას დაცვა არ დაეთანხმა, ადვოკატის განცხადებით, ხაბეიშვილის პატიმრობა არის პოლიტიკური და უკანონო. 

ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს მოხელისათვის ქრთამის დაპირების ბრალდებით დააკავეს, 13 სექტემბერს მას ბრალდება წარედგინა ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლითაც.

კომენტარები