რაც შეეხება თქვენი აქ შემოსვლის წინა პერიოდს რამდენიმე დღის წინ და თქვენ ძალიან ჭკვიანურად დალაგებულ მესიჯბოქსს, სანამ აქ შემოხვიდოდით, რომ თურმე მხოლოდ თქვენი 8%-ია მხოლოდ ლეგიტიმური. ერთი გახსოვდეთ და პირველ რიგში, ამ დარბაზში გეუბნებით, მადლობა გაქვთ მოსახდელი თითოეული უმრავლესობის წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, რომ აქ სხედხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ.
მაგრამ ასევე გახსოვდეთ ერთი, ძალიან მკაფიოდ და ნათლად, რომ ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელსაც თქვენ ატყუებდით არჩევნებამდე, რომ თითქოს წარმოადგენდით რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას და არ წარმოადგენდით იმ ძალას და ასრულებდით იმ პოლიტიკურ დაკვეთას რაც საზოგადოებამ ნახა - ეს გამოჩნდა 1 წლის თავზე, შეხედეთ რეიტინგს - სად იყავით საპარლამენტო არჩევნებზე და სად თვითმმართველობის.





