რუსეთი

პესკოვი: "ბურევესტნიკის" გამოცდამ მოსკოვსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა არ უნდა გამოიწვიოს

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი
Mikhail Grebenshchikov / RBC / TASS
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკის გამოცდამ აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. 
 
"აქ არაფერია ისეთი, რამაც დაძაბულობა უნდა გამოიწვიოს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის" – ამბობს პესკოვი. 
 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ გასულ დღეებში ჩატარებული ბირთვული ძალების წვრთნების ფარგლებში წარმატებით გამოცადეს ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი

გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ ბურევესტნიკი 21 ოქტომბერს გამოცადეს. მისი თქმით, ეს გამოცდა იმით იყო გამორჩეული, რომ რაკეტა მრავალი საათის განმავლობაში დაფრინავდა. მისი თქმით, რაკეტამ იფრინა 15 საათი და 14 000 კილომეტრი დაფარა. გერასიმოვის თქმით, რაკეტას შეუძლია ამ მანძილზე მეტი რადიუსი დაფაროს. საუბარში პუტინმა და გერასიმოვმა აღნიშნეს, რომ რაკეტა ბირთვული ძრავით დაფრინავდა.

კომენტარები