აქცია რუსთაველის გამზირზე

ზურაბიშვილი: ამ რეჟიმმა უკვე წააგო და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ კიდევ ცოტა გავუძლოთ

"ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე აღარ აქვს არანაირი საფუძველი რომ გააგრძელოს, მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ კიდევ ცოტა, კიდევ გავუძლოთ. მე მინდა ვუთხრა პოლიტიკური პატიმრების მშობლებს, მე მესმის, როდესაც ვამბობ - "კიდევ ცოტა გავუძლოთ“ ეს არ არის მარტივი სიტყვები.

მე ამას როდესაც ვამბობ, მარტივი სიტყვები არაა იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ყოველდღე აქ დგანან და ყოველდღე იღებენ თავიანთ თავზე ამ მოძრაობის უწყვეტობას, მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერი არასდროს არის ადვილი, როდესაც საუბარია, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს ქვეყანა არ დავუთმოთ რუსეთს და რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს." 

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უწყვეტი პროტესტისტ 333-ე დღეს და 2024 წლის არჩევნების ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე.

კომენტარები