ივანიშვილის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, განათლების საერთაშორისო ცენტრი და პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.
"უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.
სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობელთა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი". - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კობახიძემ "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ლიკვიდაციის შესახებ დადგენილება გამოსცა.
დადგენილების მიხედვით, ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ უნდა განისაზღვროს სამინისტრო. ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით კი უნდა შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიებების გატარებას.





