ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა, რომ ევროკავშირი მიიღებს "პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოს უკრაინის 2027 წლის ჩათვლით დაფინანსება, მათ შორის, შეიარაღების მიწოდება".
კოშტას თქმით, მოსკოვმა "არ უნდა დაიჯეროს, რომ ევროკავშირი დაიღალა. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, დიპლომატიურად, პოლიტიკურად, სამხედრო სფეროში და ფინანსურად"
ამ წუთებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში უკრაინის დასახმარებლად €140 მილიარდის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას განიხილავენ.
ამავდროულად, 23 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღეს. პაკეტი, სხვა ზომებთან ერთად, რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას მოიცავს.





